კეტო დიეტაზე შესვენების შესაძლებლობის შესახებ

იკვებე ჯანსაღად

კეტოზი არის მეტაბოლური მდგომარეობა, რომელსაც ვაღწევთ კეტო გრიპის გავლისას. თუ კეტოზიდან გამოვარდით, მაშინ დაბრუნება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ეს ინდივიდუალურია. ვიღაც ერთ დღეში ბრუნდება პრობლემების გარეშე, ვიღაცას კი შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

დიეტური კეტოზი არის მეტაბოლიზმის განსაკუთრებული ტიპი. ის ჩნდება ნახშირწყლების დაბალი, ცილების ზომიერი და ცხიმების მაღალი შემცველობის რაციონის ფონზე. სხეულს რამდენიმე დღე სჭირდება კეტოზში შესასვლელად (საშუალოდ 2-5 დღე), ამოვარდნა კი – ადვილია.  საკმარისია, მხოლოდ ერთი ნახშირწყალებით გაჯერებული პროდუქტის მიღება, ტკბილი ხილი, ნაყინი, ფაფა და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ. თუ კეტოზიდან ამოვარდით, მაშინ დაბრუნება შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ეს ინდივიდუალურია – ვიღაც ერთ დღეში ახერხებს და ვიღაცას შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

კეტო დიეტის დაწყების შემდეგ, ადაპტაცია გრძელდება დაახლოებით 2 თვე. ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის დიეტა უნდა დაიცვათ წელიწადნახევარი – ორი წელი და უფრო მეტიც, თუმცა ცვლილებებს მანამდეც შენიშნავთ. კალორაჟის და რაციონის შეირჩევა ხდება ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის, სქესის, წონის, ასაკისა და აქტივობის შესაბამისად. ერთი ტიპის მეტაბოლური მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლა, ორგანიზმისთვის სტრესია. ამიტომ კეტო დიეტისა და მაღალნახშირწყლოვანი დღეების მონაცვლეობა ცუდი იდეაა. ამას მოყვება შეშუპება, წონის მომატება, დაღლილობა, ემოციური მდგომარეობის არასტაბილურობა, კოგნიტური (აზროვნების) შესაძლებლობების გაუარესება. აღდგენა კი დიდ ძალისხმევას საჭიროებს. 

კეტო დიეტისას დაცვისას არ არსებობს ოქროს შუალედი – ან ხართ კეტოზე, ან არა. შესაბამისად, არ შეიძლება იყო “ცოტათი” კეტოზე. დიახ, კეტო დიეტა საშუალებას გაძლევთ მიირთვათ ნებისმიერი საკვები მაკროსების შეფარდების ჩარჩოებში, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ერთი ვაშლი (კეტო დიეტაზე) შეგივსებთ თქვენს ყოველდღიურ ნახშირწყლების ლიმიტის, რომ აღარაფერი ვთქვათ ყურძენსა და სხვა ტკბილ ხილზე. სჯობს, მიირთვათ მთელი თეფში დაბალნახშირწყლოვანი ბოსტნეული ან ფინჯანი დაბალნახშირწყლოვანი კენკრის. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ ვერ იცხოვრებთ ნაყინისა და ხილის გარეშე, მაშინ ეს გამართლებულია მხოლოდ ნახშირწყლოვანი დიეტის დროს. თუმცა გაინთვალისწინეთ, რომ დაბალნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტის დროს, ტკბილეულის ჭამის სურვილი ქრება და გემოვნება იცვლება. უფრო მეტიც, შეგიძლიათ გააკეთოთ კეტო ცომეული, ნაყინი, დესერტები და ტკბილეული. არჩევანი უზარმაზარია, რეცეპტები კი, – უამრავი. 

დამწყებებში გემოვნებისა და მადის ასეთი ცვლილება გამაოგნებელია. ნებისყოფაც არ არის საჭირო, ისე ბუნებრივად – სტრესის გარეშე მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აუცილებელი ფაქტორი მაკროსების შეფარდების სწორი დაცვაა, მკაცრად, დარღვევების გარეშე.