აუცილებელი რჩევები კეტოზე

იკვებე ჯანსაღად

რა თქმა უნდა, გარდა ყველაფერი კარგისა, როგორც ნებისმიერ რამეს კეტო დიეტასაც აქვს თავისი მიკრო პრობლემები დიეტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არის ჩვენს სხვადასხვა სტატიაში, გადავწყვიტეთ, რომ თავი მოვუყაროთ მათ ერთიანად.

შეკრულობა

შეკრულობა ესაა პრობლემა, რომელიც გამოწვეულია რაციონში ცხოველური საკვების სიჭარბით და ბოჭკოვანი საჭმლის შემცირებით. შეკრულობა ხშირად მაშინ ემართებათ, როდესაც მწვანე ბოსტნეულზე, თხილზე და კენკრაზე ამბობენ უარს ან ძაან ცოტას მოიხმარენ. არა და ეს პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კეტო დიეტის დროს შეკრულობა ავირიდოთ თავიდან. ტოპ პროდუქტები, რომელიც უნდა აუცილებლად დავამატოთ კეტო რაციონს შეკრულობის ასაცილებლად: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კენკრა, ნიგოზი, ქართული თხილი, ჩიას მარცვლები. თუ ამ
პროდუქტებით გაამდიდრებთ თქვენს კეტო რაციონს დიდი ალბათობით თავს აარიდებთ შეკრულობას. თუმცა, თუ პრობლემა მაინც არ მოგვარდა, უნდა მიმართოთ ექიმს!

ვიტამინების ბალანსის აღდგენა

ხშირია, როდესაც ადამიანები არიან კეტო დიეტაზე და ძირითადად ერთფეროვან საჭმელს ჭამენ. თუმცა ამას თავისი დიდი მინუსი აქვს, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის ცილების და ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი. მრავალფეროვანი კეტო კვების დროს ასეთი დეფიციტი არ იქმნება, თუმცა უმრავლესობა ადამიანების მაინც ირჩევს კეტო დიეტის მარტივ გზას კონკრეტული პროდუქტებით. ამიტომ ვიტამინების და სხვა ნივთიერებების დეფიციტის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ხორცისა და თევზეულის ცვალებადობა, თევზეულის რაოდენობის ზრდა რაციონში, მწვანე ბოსტნეულის რაოდენობის ზრდა და ზეითუნის ზეთის ცოცხალი სახით მოხმარება. ასევე კენკრის, თხილისა და ჩიის მარცვლების დამატება რაციონში. თუმცა თუ ხვდებით, რომ ამას ვერ ახერხებთ, აუცილებელია ბალანსის აღდგენა ვიტამინებით და სხვა ტიპის დანამატებით (ცენტრუმის სპექტრი ან სხვა უშაქრო ვიტამინების სპექტრი) დღეში ორჯერ.

თმის ცვენა და ძვლების ტკივილი

ეს პუქნტი დაკავშირებულია კვლავ მრავალფეროვან კვებასთან და ვიტამინების ნაკლებებობასთან, შესაბამისად, აუცილებლად გაითვალისწინეთ მეორე პუქნტი 😉