თმის ცვენა და კეტო დიეტა

იკვებე ჯანსაღად

შესაძლებელია თუ არა თმის ცვენა დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დაწყებისას?

თმის ცვენა შეიძლება მრავალი მიზეზებით იყოს გამოწვეული, მათ შორის კვებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო. განსაკუთრებით ხშირია კალორიების მკაცრად შეზღუდვისას (მაგ., შიმშილის დიეტა), მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მოხდეს დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროსაც. საბედნიეროდ, ეს დროებითი მოვლენაა. 

თითოეული თმა თავზე, როგორც წესი, იზრდება დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ, ის წყვეტს ზრდას 3 თვემდე. შემდეგ ახალი თმა იწყებს ზრდას იმავე თმის ფოლიკულში და აგდებს ძველ თმას. ამრიგად, თქვენ ყოველდღე კარგავთ თმას, მაგრამ რადგან თმის ზრდა სინქრონიზებული არ არის, ეს არც ისე შესამჩნევია. კარგავთ ერთ თმას, ხოლო მეორე იწყებს ზრდას, ანუ, თქვენ ყოველთვის გაქვთ თავზე თმის იგივე რაოდენობა.

თუ თქვენი სხეული განიცდის ძლიერ სტრესს, ჩვეულებრივზე მეტი თმა შეიძლება ერთდროულად შევიდეს დასვენების ფაზაში. ეს შეიძლება მოხდეს მრავალი მიზეზის გამო, მაგალითად:

შემდეგ, როდესაც ახალი თმის ზრდა იწყება რამდენიმე თვის შემდეგ, ყველა დანარჩენი თმა თითქმის ერთდროულად ცვივა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართოთ, რომ დარწმუნდეთ, რა მიზეზით არის თმის ცვენა გამოწვეული, ჩაიტაროთ შესაბამისი ანალიზები და კვლევები.

დროებითი თმის  ცვენა შედარებით იშვიათია დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დაწყების შემდეგ. თმის ცვენის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული კეტო დიეტასთან: სწრაფი წონის კლება და ცილის ნაკლებობა. ვინაიდან კეტო გულისხმობს ნახშირწყლების შეცვლას მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხიმით და მცირე რაოდენობით ცილით, სხეულისთვის შესაძლოა ცილის ნაკლებობა გახდეს სტრესი. საკმარისი ცილის გარეშე, კანს არ ექნება აუცილებელი ელემენტები თმის ჯანსაღი ზრდისთვის. თმის ცვენის პრევენციისთვის, კეტო დიეტის დაწყებისთანავე მკაცრად გააკონტროლეთ ცილები, მისი დღიური რაოდენობა უნდა იყოს რაციონის 15 %.