არ ჩათვალოთ ეს პოსტი, როგორც მოქმედების ინსტრუქცია. სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ!
ჰიპოთირეოზის ყველაზე ტიპიური ზოგადი სიმპტომები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას საჭიროებს, არის: სისუსტე, დაღლილობა, წონის მომატება, ციება, მადის დაქვეითება, შეშუპება და სითხის შეკავება, ხმის დაბოხება, კუნთების კრუნჩხვები, მშრალი კანი, თმის ხარისხის გაფუჭება, ანემია.
ჰიპოთირეოზის ნიშნების აღმოჩენისას, უნდა გაიაროთ დიაგნოსტიკა: ანალიზი TSH, თავისუფალი T4 და T3, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ექოსოპია. შესაძლოა ულტრაბგერითი შედეგების მიხედვით აღმოაჩინოთ ავტოიმუნური პროცესის ნიშნები. ამ შემთხვევაში აბარებთ ანალიზს ანტისხეულებზე.
მაშინაც კი, თუ თქვენი ანალიზების შედეგები შედის ლაბორატორიული ნორმების ფარგლებში – რაც ენდოკრინოლოგთა უმეტესობისთვის ნორმაა – არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. ექიმები მკურნალობენ ანალიზების შედეგს, ჩვენ კი გვსურს, რომ განვიკურნოთ სიმპტომებისგან, რომლებიც რეალურია, ე.წ. ნორმაში მოხვედრის და მიუხედავად.
ამ სიტუაციაში კარგი გამოსავალია კეტო დიეტა. ეს სამუშაოს უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თავი დააღწიოთ ჰიპოთირეოზის ჭაობიდან. ფარისებრი ჯირკვალი თავისუფლად ფუნქციონირებს ნახშირწყლების გარეშე.
საჭიროა უზრუნველყოთ მარილმჟავას ნორმალური დონე. დაკვირვებებიდან გამომდინარე, ჰიპოთირეოზის დროს მარილმჟავების დონე არსდროს არ არის ნორმაში. ამიტომ უნდა ჩავრთოთ HCL პრეპარატები, ბეტაინ-პეპსინი.
დეფიციტის შევსება:
შენარჩუნება ხდება ჰორმონალური პრეპარატებით. აქ უამრავი ვარიანტია. სინთეზური ჰორმონების კომბინაცია ან მონოთერაპია, ან ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი პრეპარატების მიღება. მაგ. NDT.
3-4 თვის შემდეგ ვაბარებთ საკონტროლო ანალიზებს. ციკლის მქონე გოგონები – აგრძელებთ ბარნსის ტესტს ციკლის პირველი 5 დღის განმავლობაში, დანარჩენებს – შეუძლიათ გაზომვის ჩატარება ნებისმიერ დღეს და აღნიშნოთ ცვლილებები ჯანმრთელობაში.