კეტო ქალებისთვის?!

იკვებე ჯანსაღად

ყველას გვაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე სქესობრივი განსხვავება დიეტის დროს და მართალია, თუ არა, რომ მენსტრუაცია კეტოზის დროს წყდება?!

Photo from kobiecy-magazyn.pl

ამბობენ, რომ კეტო დიეტის დროს მამაკაცები წონაში უფრო ადვილად იკლებენ, ვიდრე ქალები. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ეს შეიძლება გამოწყვეული იყოს ქალური ჰორმონის, ესტროგენის მიერ (სავარაუდოდ, ეს ხელს უშლის წონის სწრაფ შემცირებას კეტო დიეტის დროს).

მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ როგორ მოქმედებს კეტოზი ჰორმონებზე?

ზოგადად ცნობილია, რომ კეტოზი ამცირებს ინსულინის დონეს, რომელიც აუცილებელია გლუკოზის გადამუშავებისთვის. ასევე იზრდება ლეპტინის დონეც – ჰორმონი, რომელიც თრგუნავს შიმშილს. მოკლედ, რომ ვთქვათ ჭამის სურვილი კეტოზის დროს მკვეთრად მცირდება. 

კვლევებით დადგენილია, რომ ქალებისთვის რაციონში ცხიმების ზრდა 5-10%, ვიდრე ჩვეულებრივ, 12-20% -ით ზრდის  ესტროგენისა და ანდროგენების დონეს მენოპაუზის შემდეგომ პერიოდში. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქალებში კლების ტემპი შედარებით ნელი იყოს, ვიდრე მამაკაცის. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინსულინის  რაოდენობას ღრმა გავლენა აქვს ქალის სქესობრივი ჰორმონების ბალანსზე. რაც უფრო მეტი ინსულინი გამოიყოფა, მით უფრო ირღვევა ბალანსი. კეტოზი კი ხელს უწყობს ამ პროცესის სტაბილურობაში მოყვანას და შესაბამის ჰორმონულანური ბალანსის აღდგენას.

გვინდა განვიხილოთ რამოდენიმე ფაქტორი, როდესაც ჩვენი ქალი მკითხველები ამბობენ, რომ მათ დაერღვათ ციკლი კეტოზე,ან დიეტა არ უწყობს ხელს წონის სწრაფ კლებას. მოდით განვიხილოთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი:

  1. კეტო დიეტა ხშირად იწვევს  შესამჩნევად წონის კლებას პირველ ორ კვირაში, რაც ხშირად ხდება, თუ თქვენ დაიწყეთ დიეტა ჭარბი წონით (27-ზე მეტი BMI). კვლევების თანახმად, წონის მკვეთრი ვარდნა იწვევს ესტროგენის დაქვეითებას – აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ციკლის დარღვევა.
  2. რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, შესაძლებელია, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემების საფუძველი იყოს არასაკმარისი ცხიმის მიღება. წესით, კეტო დიეტის დროს მეტი ცხიმის მიღებამ უნდა გაზარდოს ესტროგენის დონე, მაგრამ საკვებიდან ცხიმის ნაწილი მიდის კეტონის წარმოებაზე. შესაბამისად, თუ არ ჭამთ საკმარის ცხიმს წონის მომატების შიშის გამო (60-70% რაციონის), ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მენსტრუალურ ციკლზე.
  3. პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი კეტოზის მდგომარეობაში არ გადასვლა შეიძლება იყოს.იმისათვის, რომ დაიწყოს კეტოზი, უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახშირწყლების რაოდენობა დღეში არ აღემატება 30 გრამს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ცხიმის დაგროვების რისკი, რაც თავისთავად ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს.
  4. გარდა ზემოთ აღნიშნული სიტუაციებისა, კეტო დიეტამ მხოლოდ და მხოლოდ საწყის ეტაპზე, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი ორგანიზმისთვის (ეს გრძელდება 2-7 დღე), რისი შედეგიც ამ პერიოდში შეიძლება იყოს მენსტრუალური აცდენები. მაგრამ, როგორც კი კეტო-ადაპტაცია დასრულდება, კორტიზოლის დონე უნდა დაეცეს და მენსტრუაცია უნდა გახდეს რეგულარული. ამ დროს შეეცადეთ დაიძინოთ 8 საათი, მეტი იაროთ ან მოუსმინოთ დამამშვიდებელ მუსიკას.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, კვლევების აბსოლუტური  უმრავლესობა აჩვენებს, რომ კეტოზი აუმჯობესებს ქალის ჯანმრთელობას. არსებობს მინიმუმ შვიდი სამეცნიერო ნაშრომი კეტოს მოქმედებების შესახებ მენსტრუაციაზე, რაც ყველა იმის მტკიცებას იძლევა, რომ დაბალი ნახშირწყლების დიეტა საბოლოოდ აუმჯობესებს ოვულაციას და ციკლის რეგულარობას.