როგორ მოქმედებს კეტო დიეტა ნაწლავებზე

იკვებე ჯანსაღად

კეტოგენური დიეტა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, წონის დაკლებიდან დაწყებული კიბოს მკურნალობამდე. ბევრმა გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ეს დიეტა ნაწლავის ჯანმრთელობასა და ნაწლავის მიკრობიომაზე. 

მიკრობიომი წარმოადგენს გენებისა და მათი ფუნქციების ერთობლიობას. მსხვილი ნაწლავის მიკრობიომის ბუნება განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, როგორიცაა ძუძუთი კვება, გეოგრაფიული მდებარეობა, გენეტიკა, ასაკი და სქესი.

 ახალი გენეტიკური და ბიოინფორმაციული ტექნოლოგიების წყალობით, ნაწლავის მიკრობიომის შესწავლა რადიკალურად შეიცვალა.

კეტოგენური დიეტა სულ უფრო პოპულარული ხდება წონის დაკლებისთვის, სისხლში შაქრის რეგულირებისთვის, აგრეთვე კიბოს მკურნალობის კომპონენტად.

ღვიძლის მიკრობებთან ჩვენი ურთიერთობა დღეს ათასობით თაობის განმავლობაში ევოლუციის შედეგია. გარემო, რომელშიც ჩვენ ვვითარდებოდით, რეგულარულ ადაპტირებას ითხოვდა ცვალებად პირობებთან. ჩვენს წინაპრებს ყოველთვის არ ჰქონდათ წვდომა მზა კვებაზე და პერიოდულად შიმშილობდნენ, როცა საკვები ცოტა იყო. როცა ორაგანიზმს ნახშირწყლებით ვკვებავთ, ჩვენს ორგანიზმს აქვს ნახშირწყლების დაწვის და გამოყენების უნარი. ხოლო როდესაც საკვები, ან ნახშირწყალი, არასაკმრისია, ღვიძლი შენახულ ცხიმს კეტონებად აქცევს ენერგიისთვის, რასაც მეტაბოლური მოქნილობა ეწოდება.

რეალური კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ შეიძლება, რომ ჩვენს სხეულს ჰქონდეს მეტაბოლური მოქნილობა, რომ გაუმკლავდეს საკვების ცვალებადობას და ჩვენ ნაწლავურ მიკრობიომს არ ჰქონდეს იგივე მეტაბოლური მოქნილობა?

ჯანმრთელი მიკრობიომი არის  ჯანმრთელი ადამიანის მიკრობიომი. და რაც თქვენთვის სასარგებლოა, შეიძლება, სხვისთვის სასარგებლო არ იყოს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც  ნაწლავის პრობლემების განხილვისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოგადად ნაწლავის გარემოს და მიმდინარე სიმპტომებს. თუ ვინმეს აქვს არასაკმარისად მრავალფეროვანი მიკრობიოტა, მაგრამ ადამიანი კარგად გრძნობს თავს, ნაწლავების მკურნალობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მას, ვიდრე – სარგებელი. 

 ადამიანები ხშირად აკავშირებენ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ადამიანებთან, იმ ვარაუდით, რომ მაღალცხიმოვანი დიეტა შეიძლება ასეთივე მავნე იყოს ადამიანის ნაწლავის მიკრობიომისთვის. სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა ბაზაში,  შეგიძლიათ, იპოვოთ ასზე მეტი კვლევა, რომელიც ცხოველებში „მაღალი ცხიმოვანი დიეტის“  საკვებით გამოწვეულ შედეგებს გვაჩვენებს. მათ შორისაა: ნაწლავის მასიური დისბიოზი, ნაწლავების გამტარიანობის განვითარება და ქრონიკულ ანთებას. 

ცხოველების კვლევების დროს გამოყენებულია “მაღალცხიმოვანი დიეტა”, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დიეტაა რაფინირებული სოიოს ზეთის მაღალი შემცველობით და რაფინირებული შაქრისა და  ბოჭკოს დაბალი შემცველობით.

გარდა ამისა, ადამიანის მეტაბოლიზმი მარტივად შეუძლია მოერგოს დიეტას, რომელიც შეიცავს ბევრ ცხიმს ან ნახშირწყლებს. მეორე მხრივ, თაგვების ბუნებრივი კვება არის დაბალცხიმოვანი და მაღალნახშირწყლოვანი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თაგვებს პრობლემები აქვთ დიეტის დროს, რომელიც არ ემთხვევა თავიანთ ჩვეულებრივ კვებას. ამიტომ, თაგვებზე ექსპერიმენტის გადატანა ადამიანებზე, სრულიად აბსურდულია.

ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Microbiology, 2017 წელს, იყო გამოკვლეული კეტოგენური დიეტის გრძელვადიანი შედეგები ფეკალურ მიკრობიოტაზე 25 პაციენტში, რომლებსაც ქონდათ გაფანტული სკლეროზი.

გაფანტული სკლეროზი (გს) არის ავტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს  ნერვულ სისტემას. სხვა მრავალი ავტოიმუნური დაავადების მსგავსად, გს დაკავშირებულია  ნაწლავის პათოლოგიასთან. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავის დისბიოზი და ნაწლავის გამტარიანობა, პირველ რიგში, შეიძლება, წინ უსწრებდეს იმუნიტეტის განვითარებას. ამრიგად, თუ კეტოგენურმა დიეტამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს გს – ის სიმპტომები, ის არ უნდა აზიანებდეს ნაწლავებს და პირიქით, ნაწლავების ჯანმრთელობასაც კი უწყობდეს ხელს.

აღსანიშნია, რომ არსებობს კეტო დიეტის დაცვის სწორი და არასწორი გზები. როცა საქმე ნაწლავის ჯანმრთელობას ეხება, კეტო დიეტა რაფინირებული მცენარეული ზეთებითა და დამუშავებული ხორცით მაღალი შემცველობით, არ მოგცემთ იგივე თერაპიულ სარგებელს ნაწლავებისთვის, როგორც დიეტა, რომელიც ჯანსაღი ცხიმებისგან შედგება.