კეტო დიეტა “ზარმაცებისთვის”

იკვებე ჯანსაღად

“ზარმაცი” კეტო დიეტა – ეს არის კეტო დიეტის ტიპი, სადაც არ ზღუდავთ და არ თვლით კალორიებს. ერთადერთი მოთხოვნაა ნახშირწყლების შეზღუდული რაოდენობაა – 20 გრ – მდე დღეში, რომ მიაღწიოთ კეტოზს. ეს იმას ნიშნავს , რომ არ დარბიხართ სასწორით ხელში და არ თვლით მიღებულ კალორიებს. მაგრამ, ჭამთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გშიათ, მიირთმევთ კეტომეგობრულ პროდუქტებს და ცდილობთ ნახშირწყლების დაყვანას მინიმუმამდე.

მეორეს მხრივ “ზარმაცი” კეტო არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიირთმევთ კეტო-მეგობრულ პროდუქტებს დღე გამოშვებით ან როცა მოგაფიქრდებათ.

კეტო კვებაში არსებობს ორი მიდგომა – ზარმაცი და მკაცრი.  თქვენი ამოცანაა დაადგინოთ, რომელი მიდგომა თქვენთვის უფრო მისაღებია გრძელვადიან პერსპექტივაში.

მკაცრი კეტო დიეტა – მკაცრი კეტოელების ჯგუფი, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ საკვების თითოეული ლუკმის ზუსტ გაზომვას, კალორიების თვლას.

ზარმაცი კეტო – კეტოელების ჯგუფი, რომლებიც ხაზს უსვამენ უფრო მარტივ ფაქტორებს, კეტოგენური შედეგების მისაღწევად. ისინი უარყოფენ მაკროსებით შეპყრობილობას . მარტივად რომ ვთქვათ, არ თვლიან კალორიებს, მხოლოდ შემოიფარგლებიან დღეში 20 გრ ნახშირწყლებით. მათი ლოგიკა მარტივია – შეუძლებელია ცხოვრების ყველა ასპექტის კონტროლი .

“ზარმაცი” მიდგომა ნაკლებად სტრესულია, ვიდრე მკაცრი, არ გიწევთ კალორიების და ყველა პროდუქტის დათვლა გამოთვლა.შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებათ. კარგი იქნება , თუ რაციონის 75 % იქნება ცხიმი, ამ შემთხვევაში მალე დანაყრდებით და ზედმეტს არ შეჭამთ.

კეტო დიეტის “ზარმაცი” მიდგომა იდეალურად უხდება დამწყებებს. ეს გაძლევთ საშუალებას დატესტოთ ცხიმიანი საკვები და დააკვირდეთ, როგორ ეგუება თქვენი ორგანიზმი ნახშირწყლების შეზღუდვას. ასევე ძალიან მარტივია იმათთვის, ვისაც მაგ. 5 კგ დაკლება სურს.

“სიზარმაცემ” არ უნდა დაგავიწყოთ ეტიკეტების შემოწმება პროდუქტებზე, რომ აკონტროლოთ ნახშირწყლები.

ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ ამ მიდგომის მიმდევრებმა:

არ მიიღოთ ნახშირწყლები:  დაიყვანეთ მინიმუმამდე ნახშირწყლები, მათი მიღების წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ მწვანე ბოსტნეული. ჭამეთ მხოლოდ მაშინ, როცა გშიათ. 

ჭამეთ მეტი ცხიმი: მიიღეთ იმდენი ცხიმი, რამდენიც გინდათ, რა თქმა უნდა ჯანსაღ ცხიმებზეა საუბარი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია კეტოზის მისაღწევად. ცხიმი განაყრებთ და შესაბამისად ნაკლებად გშივდებათ და ულუფებიც მცირდება.

პირველ დღეებში თქვენ ,შესაძლოა, უსიამოვნო სიმპტომებმაც შეგაწუხოთ, არ შეშინდეთ – ეს კეტო გრიპია, სვით ბევრი ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, ბულიონები და მეტი ცხიმი. 3-4 დღეში თავს უკეთ იგრძნობთ, ნაკლებ ულუფას მიირთმევთ და ენერგიულადაც იქნებით.