მაიკოს შედეგი

იკვებე ჯანსაღად

გთავაზობთ, კეტო დიეტის ჯგუფის წევრის, მაიკო ახრახაძის პოსტს:

“მოგესალმებით კეტო მეგობრებო!დღეს 13 რიცხვია, რაც იმას ნიშნავს, რომ აგერ უკვე 3 თვე შემისრულდა -22 კგ და თავს ვგრძნობ, როგორც 22 წლის ასაკში☺. აქედან 2 კვირაა, რაც შენარჩუნების ეტაპზე გადავედი.გამოგიტყდებით და დასაწყისში ნიჰილისტური დამოკიდებულება მქონდა კეტოგენური დიეტის მიმართ, თუმცა მოვიძიე ბევრი ინფორმაცია ამ ჯგუფშიც (მადლობა ამისთვის❤) და ასევე სხვა ვებ პორტალებზეც და აწ უკვე მის ეფექტურობაში დარწმუნებულმა, შემართებით დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. საერთოდ სხვა ადამიანად ვიქეცი, თავდაჯერებულობა არ მაკლდა მანამდე შინაგანი ინტელექტისა და შეგნების გამო, თუმცა ახლა გარეგნობასთან შერწყმით, მგონია, რომ უფრო მეტს შევძლებ. ადრე ბევრად ემპათიური ვიყავი, ახლა კი ვცდილობ ვისწავლო განდგომა სხვა ადამიანების ემოციებისგან და ტოქსიკური ნეგატივისგან. აფირმაციასაც მივმართავდი შიგადაშიგ და ხშირად ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ “დღითიდღე უფრო და უფრო ვხდები ” 😉. სამოტივაციოდ დავურთე სურათები, რომლებიც მხოლოდ თქვენთვის არის გადაღებული, ხოლო ის რაც ვიყავი პანდემიის დროს, საბედნიეროდ არ მაქვს არცერთი ფოტო. ან რა გადასაღები იყო თორემ კი?! 😆 რაც ყველაზე მეტად მახარებს, თურმე ყელი მქონია და აწი საკუთარ თავს თიკუნი, რომელიც გამოვუნახე, აღარ დავუძახებ “ღაბაბას”. 😉 მინდა გირჩიოთ რომ გახადოთ საკუთარი სხეული არა ისეთი, როგორიც სხვებს აქვთ, არამედ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ! და ბოლოს, ყველა ამ ჯგუფის თითოეულ “სტაფს” მინდა მადლიერება გამოვუხატო. უდიიიიდესი პატივისცემა თქვენ ჩემგან.ხართ the best-ები! ❤