მაიას ისტორია

იკვებე ჯანსაღად

გთავაზობთ ინტერვიუს, ჩვენი ჯგუფის წევრთან და აქტიურ კეტოელთან მაია ბიჭიკაშვილთან. მაიამ შეძლო და თავისი ცხოვრება შემოატრიალა 180 გრადუსით სულ რამდენიმე თვეში კეტო დიეტის დახმარებით.

მაია, როგორ გაიგე კეტოს შესახებ პირველად?

თავიდან მხვდებოდა რეკლამა ინტერნეტში, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემი იოგას ინსტრუქტორი ვერონიკა (საუბარია ვერონიკა ვეტრიაკოვაზე) იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დეტალურად ამიხსნა კეტო დიეტის უპირატესობები და რეალურად გადამიყვანა კეტოზე. მასთან საუბრების შედეგად მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ დიეტა, არამედ იყო ცხოვრების წესი.

რატომ გადაწყვიტე კეტო დიეტის დაწყება?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წონის დაკლება და საჭმელზე დამოკიდებულების მოხსნა. ფოტოების გადაღებაც კი არ მიყვარდა და მაგიტომაც არ მაქვს ბევრი ძველი ფოტო. ინფორმაციის მიღების შემდეგ მივხვდი, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო და სწორი გზა წანსაღი ცხოვრებისკენ.

როგორი იყო კეტო გამოცდილება? რა გაგიჭირდა? რა გაგიამრტივდა?

საერთოდ არ გამჭირვებია არაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამოდენიმე დღეში უკვე შედეგიც სახეზე იყო. დავინახე როგორ მარტივად და რაც მთავარია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიდიოდა კილოგრამები, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. სიტყვა დიეტა ასოცირდებოდა წვალებასთან, ნერვების ომთან და მრავალ სხვა უბედურებასთან. აღმოჩნდა რომ არსებობს ისეთი ცხოვრების წესი, როდესაც ხარ მაძღარიც და თან ხდები. მეტიც, ჯანმრთელობაც გიუმჯობესდება.

რა იყო შედეგი? რა პერიოდში რამდენი დაიკელი და გახდა თუ არა კეტო შენთვის იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ დიეტა?

ყველას და გასაკვირად, წონაში ვიკლებდი და თან ენერგიაც მემატებოდა, 3 თვეში 15 კგ დავიკელი, მომდევნო თვეებში კიდევ 5. საბოოლოდ, განწყობაც გამიუმჯობესდა და ენერგიაც მომემატა. ზუსტად ეს განასხვავებს კეტო დიეტას ნებისმიერი სხვა დიეტისგან, რომელიც ხშირად სტრესსა და ენერგიის გამოფიტვას გულისხმობს.

რას ურჩევდი ახალბედა კეტოელებს?

ჩემი რჩევა ახალბედა კეტოელებისთვის იქნებოდა შემდეგი, დაიწყეთ ვარჯიში კეტოსთან ერთად. გარდა იმისა, რომ იქნებით ჯანმრთელები, ასევე გექნებათ ძალიან ლამაზი სხეული, რაც კარგი ბენეფიტია. ფორმულა მარტივია: კეტო+ვარჯიში=ჯანსაღი და ლამაზი სხეული