მარილის ზემოქმედება ადამიანი ჯანმრთელობაზე

იკვებე ჯანსაღად

ბოლო პერიოდში, მარილი “საშიშროებად” იქცა. ჯანდაცვის სისტემა გვიბიძგებს შევამციროთ ამ ღირებული ნივთიერების მიღება, ძირითადად, არტერიული წნევის გასაკონტროლებლად და გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირების მიზნით. მარილის შეზღუდვის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მცირე გავლენა არტერიული წნევის შემცირებაში, რაც არ არის აშკარა მტკიცებულება ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ დაბალნახშირწყლოვან, ან კეტო დიეტაზე მყოფ ადამიანებს, შეიძლება ჰქონდეთ მარილის გაზრდილი მოთხოვნილება. ამავე დროს, ასეთი დიეტები ორგანიზმიდან ანთავისუფლებენ შეკავებულ სითხეს, რასაც არტერიული წნევის შემცირება მოსდევს და ამ მიზნით, მარილის შეზღუდვის საჭიროებაც არ დგას.

რა არის მარილი?

საუკუნეების განმავლობაში, მარილი ღირებული საქონელი იყო, რომელიც ოქროში იცვლებოდა. სინამდვილეში, ტერმინი “ხელფასი” მრავალ ენაზე მომდინარეობს სიტყვა salarium – სგან, მარილის ლათინური სახელისგან.

ზღვის წყლისგან აორთქლებული, ან შახტიდან მოპოვებული მარილი, არა მხოლოდ ცვლის საკვების გემოს, ის გამოიყენება როგორც კონსერვანტი, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მედიცინაში, ისე საკვების გადამუშავებაში. 

მარილი და ნატრიუმი: რა სხვაობაა?

მარილი და ნატრიუმი არ არის ერთი და იგივე – ეს მნიშვნელოვანია თქვენი ყოველდღიური რაციონის შედგენისას. ნატრიუმი არის ელემენტი, რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება ბევრ საკვებში, მაგალითად, ხორცი, რძე, იოგურტი, ზოგიერთ ტროპიკული ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა არტიშოკები, ნიახური, ჭარხალი და წყალმცენარეები.

საკვები მარილი არის ნატრიუმის და ქლორის კომბინაცია. ვინაიდან ნატრიუმის ქლორიდი შეიცავს დაახლოებით 40% ნატრიუმს, 5 გრ მარილი (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი) შეიცავს დაახლოებით 2 გ ნატრიუმს. ნატრიუმის ნაწილს ვიღებთ სოდიდან (ნატრიუმის ბიკარბონატი), რომელსაც ვიყენებთ ცხობისას.

ამრიგად, ნატრიუმი – მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც იყენებს ჩვენი ორგანიზმი, თუმცა, ყველაზე დიდი რაოდენობით, ნატრიუმი ორგანიზმში შემოდის ზუსტად სუფრის მარილიდან.

მარილის სახეობები

არსებობს ათობით მარილის სახეობა, რომელსაც ვიყენებთ კვებაში. ყველაზე პოპულარულებია:

სუფრის მარილი: ცნობილია როგორც კლდის მარილი. ის მოიპოვება მიწისქვეშა საბადოებიდან.

მიუხედავად იმისა, მარილი გადამუშავებულია თუ არა, სხვადასხვა სახეობა განსხვავდება გემოთი და მიკროელემენტების შემცველობით.  ქიმიური თვალსაზრისით, მარილი არის ნატრიუმის ქლორიდი (NaCl). მარილის შემცვლელთა უმეტესობა კი წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიდის (NaCl) და კალიუმის ქლორიდის (KCL) ნაზავს.

რატომ გვჭირდება მარილი?

ნატრიუმი არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, რადგან ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია დამოუკიდებლად მისი წარმოება, იგი უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში. როგორც ყველაზე გავრცელებული ელექტროლიტი სისხლში, ნატრიუმი უზრუნველყოფს:

ორგანიზმში ნატრიუმის რაოდენობა მკაცრად რეგულირდება თირკმელებით, ცენტრალური ნერვული სისტემით და თირკმელზედა ჯირკვლებით. როდესაც სისხლში ნატრიუმის დონე მატულობს, ჩვენი ტვინი რეაგირებს წყურვილით. შედეგად, ნატრიუმი ჭარბად გამოიყოფა შარდთან ერთად.

თუ ძალიან ცოტა მარილს მოვიხმართ, ჩვენი თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფს მეტ ალდოსტერონს, ჰორმონს, რომელიც თირკმელებში ნატრიუმის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვა ჰორმონებსა და კალიუმის დონეზე.

ნატრიუმი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი კარგავს შარდისა და ოფლის მეშვეობით, უნდა აღვადგინოთ. მისი რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს ვარჯიშის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის, მიღებული წყლის რაოდენობის, ზოგადი ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

 ძალიან ბევრი წყლის დალევა დაკარგული ნატრიუმის აღდგენის გარეშე შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ორგანიზმითვის. ჰიპონატრიემია არის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში ძალიან ცოტა ნატრიუმია. ჰიპონატრიემიის სიმპტომებში შედის თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, კუნთების კრუნჩხვები, გულისრევა და ღებინება.

კეტოზე ან დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფ ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ მეტი მარილი

დაბალ ნახშირწყლოვან ან კეტო დიეტაზე მყოფ ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ ნატრიუმის უფრო მეტი რაოდენობა. განსაკუთრებით დასაწყისში, თირკმელების ფუნქციის ცვლილების გამო და კეტო დიეტის ზოგიერთი გვერდითი ეფექტის შესამცირებლად.

ნახშირწყლების მოხმარების შემცირებით, ინსულინის დონე მნიშვნელოვნად იკლებს. ცნობილია, რომ როდესაც ინსულინის დონე მცირდება, თირკმელები მეტ ნატრიუმსა და წყალს კარგავს, თუმცა ამ პროცესის ზუსტი მექანიზმი უცნობია.

თუ ნატრიუმი არ არის აღდგენილი, შეიძლება დაიწყოს უსიამოვნო “კეტო გრიპის” სიმპტომები – თავის ტკივილი, დაღლილობა და სისუსტე.

უფრო მეტიც, კეტო ან დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, რომელიც ძირითადად ბუნებრივი საკვებისგან შედგება, არ შეიცავს ბევრ ნატრიუმს დამუშავებულ საკვებთან შედარებით. ამის გამო, უნდა მოიხმაროთ უფრო მეტი მარილი, რათა თავიდან აიცილოთ გვერდითი ეფექტები.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ გაზარდოთ ნატრიუმის მიღება. ამასთან, თუ მაღალი არტერიული წნევა, თირკმელების დაავადება ან გულის ქრონიკული უკმარისობა გაქვთ, გაიარეთ კონულტაცია ექიმთან ნატრიუმის მიღებამდე, განსაკუთრებით თუ იღებთ მედიკამენტებს.