შაქრის შემცვლელები კეტოს დროს

იკვებე ჯანსაღად

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ შაქრის შემცვლელების სიას,სადაც აღვწერთ თითოეულის მოქმედებას ჩვენს ორგანიზმზე.

კეტო-დიეტის დამწყებთა უმრავლესობას უმძაფრდება ტკბილისკენ ლტოლვა, თუმცა დროთა განმავლობაში სურვილი ქრება. ზოგჯერ, გამოცდილი კეტო-დიეტის მიმდევრები მწვავედ განიცდიან რაიმე ტკბილის მიღების სურვილს. სწორედ ამ დროს გვეხმარებიან შაქრის შემცვლელები (შშ).

ზოგადი წესი ასეთი – ყოველთვის სჯობს ავირიდოთ თავიდან შშ-ს გამოყენება, მით უმეტეს, დასაწყისში, რადგან ის სტიმულირებს მადას და ტკბილის უფრო და უფრო გვანდომეს, რასაც მოჯადოვებული წრისკენ მივყავართ. მაგრამ იშვიათად და მცირე რაონოდებით შეგვიძლია მივიღოთ საუკეთესოები მათ შორის.

როგორი შიძლება იყოს შშ-ები:

კეტო-დიეტის დროს დაშვებულია სტევიას ან ერითრითოლის გამოყენება (ან მათი ნაზავის). ორივე მათგანი არის ნატურალური, არ მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობაზე და არ იწვევს ინსულინის ვარდნა-აწევას. მათი ერთობლივი მოხმარება აქრობს ორივეს სპეციფიურ გემოს.

განვიხილოთ ძირითადი შშ-ები

ნატურალური:

ფრუქტოზა – მას სხვაგვარად ხილის შაქარსაც უწოდებენ, რადგან უხვად არის ხილში. შეიცავს თაფლიც. შაქრის მსგავსი ნახშირწყალია, მაგრამ მასზე 1,5-ჯერ უფრო ტკბილი.

დადებითი მხარე :

უარყოფითი მხარე :

სორბიტი – (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 420)მას შაქრის სპირტებს მიაკუთვნებენ, თუმცა უფერული კრისტალური ფხვნილია და არა თხევადი, სპირტისმაგვარი ნივთიერება. ყველაზე მეტია ყურძენში, ვაშლსა და წითელ მოცვში. შაქარზე თითქმის ორჯერ ნაკლებკალორიულია და ამდენჯერვე ნაკლებად ტკბილი. ეს ნივთიერება დიაბეტურ საკვებშიც უხვად არის და იმის გამო, რომ კბილებს არ ერჩის, კბილის პასტებისა და საღეჭი რეზინების შემადგენლობაშიც შედის.სორბიტი იდეალურად არბილებს კანს, ამიტომ კოსმეტოლოგებმა ხელიდან არ გაუშვეს და ზოგიერთ კრემში, შამპუნში, ლოსიონსა და გელში გლიცერინის მაგივრად დაამატეს.კოსმეტოლოგებს ექიმებიც აჰყვნენ და სორბიტი ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებად გამოიყენეს.

დადებითი მხარე :

უარყოფითი მხარე:

სტევია – როგორც შაქრის შემცვლელმა საშუალებამ, დიდი ხანი არ არის, რაც სახელი დაიმკვიდრა. სამაგიეროდ მისი ამ თვისების აღმოჩენას სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია: ის შაქარზე 250-300-ჯერ ტკბილია, თანაც არც კალორიულია და არც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს.გარდა ამ ღირსებებისა, სტივიას სამკურნალო თვისებებიც აქვს: ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის შემდეგ ძალების აღდგენას უწყობს ხელს, ინსულინის სეკრეციას ასტიმულირებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.სტივია შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ფხვნილის, ისე სიროფის სახით.

დადებითი მხარე :

უარყოფითი მხარე :

ალულოზა – მონოსაქარიდია, რომელიც გხვდება სხვადასხვა ხილში, რომელიც არანაირად არ მუშავდება ჩვენი ორგანიზმის მიერ და სრულად განიდევნება იქიდან. აქედან გამომდინარე, შაქრის შემცველობა სისხლში არ იმატებს.იყო ჩატარებული რამდენიმე კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ალულოზა არ მოქმედებს ნეგატიურად ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუ სხვა არაფერი გვაქვს, ის შეგვიძლია გამოვიყენოთ კეტო-დიეტაზე.


ინულინი– მიიღება ციკორიას (ვარდაკაჭაჭას) ფესვიდან. კარგად მუშაობს სხვა შშ-ებთან ერთად. ტკბილია და არ აქვს უსიამოვნო გემო, როგორც სხვა ანალოგებს. 20 გრ მეტის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის აშლილობა. თუ ნორმაზე მეტს არ მივიღებთ, აქვს პრობიოტიკის ეფექტი, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ზოგჯერ შეგვიძლია მისი გამოყენება კეტო-დიეტის დროს. მისი მთავარი თვისებაა, რომ ის ნაწილობრივ შეიწოვება ორგანიზმით და უნდა გავითვალისწინოთ მიღებულ ნახშირწლებთან ერთად.

არქატი (Monk Fruit )- შშ-ი ლიანებისგან, რომელიც იზრდება ჩინეთში.ძალიან კარგი შშ-ია, მაგრამ რთულად ხელმისაწვდომი, რის გამოც ძალიან ძვირიც. გამოიყებისას უნდა დავითვალოთ ნახშირწლები.

შაქრის სპირტი:

ერითრითოლი (ერითრითი) – გხვდება ხილსა და ბოსტნეულში, ინდუსტრიულად მოიპოვება სიმინდისგან. არ აქვს კალორიები და არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე.1 კგ-ზე 1 გრ-ზე მეტის გამოყენება შესაძლოა გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნებები ნაწლავებში, ასევე საჭმლის მონელების გაუარესება (რადგან ჩვენს ორგანიზმს არ აქვს ფერმენტები მისი გადამუშავებისთვის). თუმცა კეტო დიეტის დროს ეს დიზები არაა საშიში და შეგვიძლია მისი გამოყენება. ერთ-ერთი საუკეთესო შშ-ი ჩვენი ორგანიზმისთვის. გამორჩეულობა – არ აქვს ნეგატიური ზემოქმედება პირის ღრუზე და კბილებზე (რადგან არ წარმოადგენს მკვებავ გარემოს ბაქტერიებისთვის).

ქსილიტოლი– გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში. ხშირად გამოიყენება საღეჭ რეზინაში, რადგან ასევე არ კვებავს ბაქტერიებს. ტოქსიკურია ძაღლებისთვის და შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. მცირე დოზებით,  თეორიულად გამოყენება შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით.

მალტიტოლი (მალტიტი) – მოიპოვება სახამებლისგან, შაქართან ძალიან მიახლოვებული გემო აქვს და ამავდროულად აქვს ორჯერ ნაკლები კალორია. ამასთან, ის ზრდის შაქრის შემცველობას სისხლში და ინსულინის გამოყოფას. გამოიყენება ბევრ პროდუქტში, რომლებიც მარკირებულნი არიან ,როგორც “უშაქრო”. ვინაიდან შაქრის დონეს ზრდის,არ გამოიყენება კეტო-დიეტის დროს.

სხვა შაქრის სპირტები- სორბიტოლი,ლაქტიტოლი,გლიცეროლი,იზომალტი, ყველა მათგანი ზრდის შაქრის დონეს და შესაბამისად, კეტ-დიეტის დროს დაუშვებელია.

სინთეტიკური:

სუკრალოზა- ფხვნილის სახით მცირე დანამატებით, სახელია- სპლენდა.სუფთა სახით შაქარზე 600 ჯერ უფრო ტკბილი და არ მოქმედებს გლუკოზაზე სისხლში, თუმცა სხვა არსბეული დანამატების გამო მაინც წევს შაქარს და იწვევს ინსულინის გამოყოფას. არასასურველია კეტო დიეტის დროს.

ასპარტამი- ყველაზე სადაო შაქრის შემცველი. ფართოდ გამოიყენება ბევრ პროდუქტში, აქვს ძალიან  ცუდი რეპუტაცია, რადგან მას უკავშირებდნენ სერიოზულ გართულებებს, თუმცა ფაქტობრივად, ბოლო 40 წელია არ მოიძებნება არც ერთი კვლევა, რომელიც დაამტკიცებდა მის ნეგატიურ გავლენას. ვფიქრობთ ,არ ღირს მაგის გამოყენება, როდესაც არის ამდენი ალტერნატივა.

საქარინი – (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 954) სწორედ საქარინით დაიწყო 1884 წელს შაქრის სინთეზური შემცვლელების ერა. ის შაქარზე 300-ჯერ უფრო ტკბილია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, საქარინმოფრქვეულ საკვებს მომწარო გემო დაჰკრავს. საქარინი, ისევე როგორც შაქრის სხვა ხელოვნური ანალოგები, არ ცვლის სისხლში შაქრის დონეს, არ აითვისება ქსოვილების მიერ და არ გროვდება ორგანიზმში.საქარინი ტაბლეტების სახით იყიდება, მაგრამ მომწარო გემოს დასაფარავად სხვა ნივთიერებას ამატებენ.

დადებითი მხარე :

უარყოფითი მხარე :

ნატრიუმის ციკლამატი – (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 952)შაქარზე 30-50-ჯერ უფრო ტკბილია. არსებობს კალციუმის ციკლამატიც, მაგრამ მომწარო გემოს გამო იშვიათად გამოიყენება.

დადებიტი მხარე :

უარყოფითი მხარე :