დიეტა და კვება შაქრის დიაბეტი ტიპი 2 – თვის

იკვებე ჯანსაღად

შაქრის დიაბეტი არის – სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატება. გლუკოზის მომატების მიზეზი დამოკიდებულია დიაბეტის ტიპზე. თუმცა ყველა ტიპის დიაბეტის დროს, ადამიანის ორგანიზმში შეინიშნება ინსულინის გამოყოფის და გამოყენების დარღვევა.  

ინსულინის ჰორმონი, რომელსაც გამოყოფს პანკრეასი, აკონტროლებს გლუკოზის დონეს სისხლში, განდევნის მას სისხლძარღვებიდან და აწვდის ორგანოების უჯრედებს. რაც მეტია სისხლში გლუკოზა, მით უფრო მეტ ინსულინს გამოყოფს პანკრეასი. 

მე-2 ტიპის დიაბეტის დროს, თავიდან, ორგანიზმი ნორმალურად გამოყოფს ინსულინს, მაგრამ არ შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ის – ამას ჰქვია ინსულინრეზისტენტობა. ამ დროს ორგანიზმს უჭირს აკონტროლოს გლუკოზის დონე ორგანიზმში. გამოდის, რომ ძარღვებში გლუკოზა არის ჭარბად და ორგანოებს ვეღარ წვდება. გლუკოზის ჭარბი რაოდენობა დამანგრეველია სისხლძარღვებისთვის. ამასთანავე ორგანოები “შიმშილობენ”, რადგან გლუკოზა რჩება სისხლში და არ ხვდება ორგანოების უჯრედებში. 

გლუკოზის მაღალი დონე იწვევს, დროებით, ინსულინის ჭარბ რაოდენობას – ჰიპერინსულინემიას. ინსულინის სიჭარბე აძლიერებს ცხიმმჟავების დაგროვებას და აფერხებს მათ დაშლას, ანუ არ აძლევს უფლებას ორგანიზმმა გამოიყენოს ისინი  ენერგიისთვის საწვავად. ყველა ეს პათოლოგიური პროცესი მეტწილად ფორმირდება სხეულის მასის და ვისცერალური ცხიმის მომატების ფონზე. დიეტას შეუძლია გააუმჯობესოს უჯრედების აღქმა ინსულინისკენ, შეამციოროს სხეულის მასა, რაც აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტის კონტროლს.

დიეტა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების ორგანიზმს უჭირს შეინარჩუნოს ნორმალური გლუკოზის დონე სისხლში. გლუკოზა ხვდება სისხლში ორი წყაროს მეშვეობით: ღვიძლში არსებული მარაგებიდან და მიღებული საკვებიდან. ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ღვიძლის მიერ გამომუშავებულ გლუკოზის რაოდენობა, თუმცა შეგვიძლია გავაკონტროლოთ მიღებული საკვები.

ნახშირწყლები

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, გადამუშავებისას, ქმნის გლუკოზის დიდ რაოდენობას. რაც მეტ ნახშირწყალს ვიღებთ, მით უფრო მეტი გლუკოზა ხვდება სისხლში.

ნახშირწყლები არსებობს მარტივი და რთული. მარტივი ნახშირწყალი სწრაფადათვისებადია მონელების დროს და საგრძნობლად სწრაფად მატულობს გლუკოზის დონე სისხლში. ესენია სხვადასხვა სახის ტკბილეული, რომელიც შეიცავს შაქარს, გლუკოზას და ფრუქტოზას. რთული ნახშირყწალი  რთულადათვისებადია, ის როგორც მარტივი ნახშირწყალი, მაღლა წევს გლუკოზის დონეს სისხლში, თუმცა ეს უკანასკნელი დამოკიდებულია საკვების გლიკემურ ინდექსზე. 

გლიკემური ინდექსი – არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, რამდენად სწრაფად წევს გლუკოზის დონეს პროდუქტი იმასთან შედარებით, თუ როგორ აკეთებს ამას სუფთა გლუკოზა. რაც უფრო მაღალია პროდუქტის გლიკემური ინდექსი, მით უფრო ამაღლებს გლუკოზის დონეს სისხლში. ამრიგად, ზოგიერთი პროდუქტი, რომელსაც ვთვლით ჯანსაღად, მაგალითად ხილი, საგრძნობლად ამაღლებს გლუკოზის დონეს სისხლში. ასევე სახამებლიანი პროდუქტები, როგორიცაა პურეული, ბურღულეული, მაკარონი და კარტოფილი – მიღების მერე გარდაიქმნება გლუკოზად. კარტოფილს შეუძლია აამაღლოს გლუკოზის დონე იგივენაირად, როგორც 9 ჩაის კოვზი შაქარს.

უჯრედისი 

უჯრედისი არის ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში და პარკოსნებში. დღეში რეკომენდირებულია არანაკლებ 25 გრამის უჯრედისის მიღება. ამასთანავე, მისი დიდი რაოდენობა ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, დიაბეტს ტიპი 2 და სიმსუქნეს. თუმცა ზოგ პროდუქტში უჯრედისი არის ნახშირწყლებთან ერთად ( მაგ. ფრუქტოზასთან – ხილში ). პროდუქტების ნაწილში ( ძირითადად ბოსტნეულებში ) უჯრედისის შემადგენლობა მეტია და ნახშირწლების – ნაკლები და ისინი ბევრად ნაკლებად მოქმედებენ სისხლში გლუკოზის დონის ზრდაზე. 

ცილა

ცილოვანი პროდუქტებია – კვერცხი, თევზი და ხორცი. იმის და მიუხედავად, რომ ადამიანები ინდივიდუალურად რეაგირებენ ზოგიერთ ცილოვან პროდუქტებზე, ზომიერი ცილის მიღება ( 30 გრ ნაკლები სუფთა ცილა ), როგორც წესი, ნაკლებად მოქმედებს გლუკოზის დონეზე. 

ცხიმები

ჩვენ იშვიათად ვიღებთ ცხიმებს სუფთა სახით (მცენარეული ზეთების სახით). ძირითადად მას ვიღებთ ცილებთან ერთად ერთ პროდუქტში (ყველი, არაჟანი), ნახშირწყლებთან და ცილებთან ( სხვა რძის ნაწარმი ), ან ნახშირწლებთან ( ტკბილეული, გამომცხვარი და ფასტ ფუდი ). ცილასთან ერთად, ცხიმი ნაკლებად მოქმედებს გლუკოზის დონეზე. ნახშირწყლებთან ერთად საგრძნობლად მატებს გლუკოზის დონეს სისხლში.